
„მის ბიკინის“ გამარჯვებული მარიამ დონაძე თაყვანისმცემლების სიმცირეს არ უჩივის. მისი თქმით, „ფეიბუქზე“ ყოველ ხუთ წუთში მეგობრობის ასამდე თხოვნა მისდის.
„ვცდილობ, ყველასთან დისტანცია დავიკავო. როცა იცი, რომ ბიჭს მოსწონხარ და მასთან კიდევ გაქვს ურთიერთობა, კიდევ უფრო გეჩვევვა, მაგრამ როცა იცი, შენს გემოვნებაში არ ჯდება და მასზე სერიოზულად არასდროს იფიქრებ, რატომ უნდა შეაყვარო უფრო თავი? ჯერჯერობით არ ვარ დაინტერესებული, რომ შეყვარებული მყავდეს“, - აცხადებს მარიამ დონაძე.
„რეიტინგი“.