
რუსთველის თეატრის საზაფხულო ფოიეში თურმე დიდი ხანია მოჩვენება ცხოვრობს. პატარა ნათება ამ ფოიეში შუაღამისას თითქმის ერთიდაიგივე დროს ჩნდება ხოლმე, რაც სათვალთვალო კამერამ არაერთხელ დააფიქსირა.
თეატრის თანამშრომლები მოჩვენებას უკვე მიჩვეულები არიან. ძველი დროიდან მოყოლებული ამ მოჩვენებას ხან ვის და ხან ვის სულს მიაწერენ. ამბობდნენ, რომ ეს მოჩვენება ადრე თეატრალურ უნივერსიტეტში იყო და იქიდან გადმოვიდა, სანდრო ახმეტელის სულიაო.
ეს ფაქტი არ გაკვირვებია თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ქეთი დოლიძეს და მიშა თუმანიშვილის გარდაცვალების შემდეგ, მის თეატრში მომხდარ მოვლენებს იხსენებს. „ეჭვი არ მეპარება! ბატონი მიშა რომ გარდაიცვალა, პირველი სპექტაკლი, რომელსაც ვდგამდი, იყო „სერობა". მხოლოდ ჩვენ, 12 კაცმა ვიცით რა ხდებოდა თეატრში და ამ დადგმაში ვინც დამეხმარა! – წერს ქეთი დოლიძე.
http://primetimenews.ge/?page=9&news_id=31243&c=2