
ერთი კვირის წინ გვანცა ბაგრატიონმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტო, რომელშიც ახალი იმიჯით წარმოგვიდგა. გაჩნდა ეჭვი, რომ სკანდალურმა გვანცამ პლასტიკური ოპერიაცია გაიკეთა.
„ანჯელინა ჯოლის მაკიაჟი მაქვს გაკეთებული. რად მინდა მე პლასტიკური ოპერაცია. ცხვირი მაქვს დიდი, თუ რა მქონდა დასაპლასტიკებელი? უბრალოდ გავიზარდე და დავქალდი. თუ გამოხედვაში მატყობენ ცვლილებას, ეს ამის ბრალია.
იმიჯს ხშირად ვიცვლი და ვარცხნილობა შევიცვალე. თმა უფრო გავიღიავე. არანაირი პლასტიკური არ მაქვს გაკეთებული ბუნებრივი ვარ ყველანაირად... ქორწილისთვის ვემზადებით, მაგრამ არ ვიცი, როდის გვექნება. რაღაც უთანხმოება გვქონდა. მართალია, შევრიგდით, მაგრამ ჯერ არ ვიცი დაზუსტებით არაფერი. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება,“ - განაცხადა გვანცა ბაგრატიონმა.
http://www.reitingi.ge/top-news/2441-gvanca-bagrations-kinagham-qortsili-chaeshala--ubralod-beras-mama-iyo.html?lang=ka-GE