
მომღერლის ირგვლივ შექმნილი მითი იმის თაობაზე, რომ ლელა წურწუმია საკუთარ ბიზნესსაც ფლობს, მისმა მეუღლემ, პროდუსერმა კახა მამულაშვილმა არ დაადასტურა.
„ჩვენი ოჯახის შემოსავალი მხოლოდ შოუ-ბიზნესია, სხვა შემოსავალი და ბიზნესი ნამდვილად არ გაგვაჩნია. გვქონდა გეგმები, მაგრამ ცალკე ბიზნესის გაკეთება ვერ მოვახერხეთ... საკმაოდ არასტაბილური შემოსავალი გვაქვს, ეს მოწვევებზეა დამოკიდებული.
გაცილებით მეტია ანაზღაურება, თუ საზღვარგარეთიდან გვაქვს მოწვევა. ჰონორარს ემატება კარგი სასტუმრო და ბიზნეს კლასის ბილეთები. როცა სახელმწიფო ღონისძიებებზე მიგვიღია მონაწილეობა, ჰონორარი 3000-დან 5000 ლარამდე განისაზღვრებოდა, რომელსაც ოფიციალურად გვირიცხავდნენ. ეს იყო თბილისობის და საახალწლო კონცერტები. რამდენიმე სიმღერაში მივიღეთ ამდენი ჰონორარი.
... ორი ბინა გვაქვს, ერთი - 180 კვადრატული მეტრია და მეორე 80 კვადრატული. ორივე ვაკეში მდებარეობს. ასევე გვაქვს 1000 კვ/მ მიწის ნაკვეთი წყნეთში, გაჩერებული მშენებლობით. გვყავს 2009 წელს გამოშვებული "პრადოს" ჯიპი.
ისრაეილიდან და რუსეთიდან გვაქვს ხშირად მოწვევები, მაგრამ რუსეთი 6 წელია ვიზაზე უარს გვეუბნება. რა არის ამის მიზეზი, არ ვიცი...
ადრე, როცა რუსეთთან მიმოსვლის პრობლემა არ იყო, პრაქტიკულად სულ თვითმფრინავში ვიყავით. ახლა თვეში ერთი ან ორი მოწვევა გვაქვს,“ - აღნიშნა ლელა წურწუმიამ.
http://www.ambebi.ge/kulturashoubiznesis/105411-ra-qonebas-flobs-lela-tsurtsumia-popdivas-udzravi-modzravi-qoneba-da-gaukhmaurebeli-shemosavlebi.html