
კეტი პერიმ, რა თქმა უნდა, არაფერი იცის ცნობილი ქართული ფრთიანი გამოთქმის შესახებ: "ჩემს თავზე დოლაბის გარდა, ყველაფერი დატრიალებულაო", თორემ ალბათ, პერიფრაზირებულად იტყოდა: ჩემს მკერდზე დოლაბის გარდა, ყველაფერი მოკალათებულაო...
როგორც მისი გამოსვლებიდან ჩანს, თავისი სხეულის საყვარელი ნაწილი მისთვის მკერდია, საყვარელი აქსესუარი კი - ბიუსტჰალტერი. თანაც, რაც შეიძლება, უცნაური ფორმის. მართლაც, რას არ მოუკალათია კეტის მკერდზე...