
მსახიობი რუსკა მაყაშვილი აცხადებს, რომ ყვითელი პრესა არ მოსწონს, განსაკუთრებით სკანდალურად დასათაურებული ინტერვიუები არ უყვარს, რომელსაც ის მდაბიურს და სულელურს უწოდებს.
„სულ კონფლიქტი მაქვს. ამიტომაც ინტერვიუებზე უარს ვამბობ ხოლმე. რა ვქნა, მათ მიერ დასათაურებული ინტერვიუები არასდროს მომწონს. ერთ მაგალითს მოგიყვებით: დედას არ უყვარს, როცა კამერას თითს ვუქნევ. ჰოდა - გამეხუმრა, - თითს თუ კიდევ ასწევ, ხელს მოგტეხო.
ჟურნალში წერენ: „ვინ დაემუქრა რუსკას თითის მოტეხვით“. ჩემი აზრით, ეს მდაბიური, სულელური სათაურია. საერთოდ, „ყვითელი“ პრესა არ მომწონს. მაგალითად, ერთხელ საერთოდ არ მიმიცია ინტერვიუ და გამოაქვეყნეს“, - აღნიშნა მსახიობმა.
„გზა“