
იუმორისტი სოციალურ ქსელში სერიალის „ჩემი ცოლის დაქალები“ იმ სერიას აკრიტიკებს, რომელშიც პატარა გოგონები უფროსებს საუბარსა და ქცევებში ბაძავენ და სერიალს უნიჭობას უწოდებს.
„შვილოო პატრონი არა გყავთ???? მე თქვენს პატრონს ჩავ...ხედე ტვინში... და ამ ქვეყანას ვუპოვე პატრონი! 8 წლის ბავშვს (თან გოგოს) რომ „ბოზიშვილი ვიყოს“ ათქმევინებ ეთერში, იმ „რეიტინგული“ ტელეკომპანიის დირექტორს გავარტყი „ინტელექტში“...
და ამ სერიალის „ერთგულ მაყურებელს“ მოვუ...ან გემოვნება მე! ამ უნიჭობის გამკეთებელი რომ დადგება და „ქართული კინოს პრობლემებზე“ ილაპარაკებს „დრამატული“ სიფათით კიდე რა...“ - წერს ბაკურ სვანიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.