-
2014-06-11 16:14
სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობის, სანდრო კაკულიას მეუღლემ ნუცა აბაშიძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მხიარული ისტორია გამოაქვეყნა.
„დღეს მეგრელი ტაქსისტის მანქანას დავუქნიე ხელი. ჩავუჯექი თუ არა, დრო გვაქვსო მითხრა და გამომკითხა ყველაფერი, თავისიც მომიყვა. შვილებზე, შვილიშვილებზე, შვილთაშვილებზე, რძლებზე, იმათ დედებზე (ცოტა გინებ-გინებით).
რომ გაიგო ერთი შვილი მყავდა და ისიც გოგო, შეცბა. მე გასწავლი ბიჭი როგორ უნდა გააჩინო, შენს ქმარს უთხარი ბავშვის კეთების დროს პოზა შეიცვალოსო. თან ხელი გამომიშვირა, ხომ მაგარი რამე გასწავლე, ჩაარტყიო.
პლეხანოვიდან რუსთაველამდე 6 ლარი გამომართვა და მომაძახა, უბრალო მეგრელი არ გეგონო, ოჯახში ერთმანეთში ქართულად ვლაპარაკობთო. სახლში ორი ქართულად მოლაპარაკე მეგრელი მელოდება გამრავლების პერსპექტივით'' - წერს ნუცა.
http://www.reitingi.ge/top-news/2304-sandro-kakulias-cols-megrelma-taqsistma-bitcis-gaketheba-astsavla.html?lang=ka-GE