-
2014-06-09 19:40
მას შემდეგ, რაც ია ფარულავასა და მის მეუღლეს შორის კატა „ზუზის“ გამო „ფეისბუქ-ომი“ გამოცხადდა, ბევრმა წყალმა ჩაიარა და როგორც ჩანს ვნებებიც დაცხრა.
სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები ვრცელდება, რომელიც მეუღლეებს შორის არსებულ იდილიაზე მეტყველებს, თუმცა თვეების წინ ამას ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რადგან ერთმანეთს შემომწყრალი ცოლ-ქმარი „ფეისბუქში“ „პასკვილს პასკვილზე“ აცხობდა.
„ვერავინ წარმოიდგენდა, ისეთი სიამოვნებით ვიღებ ზუზის მოკუკულს, ვწმინდავ მის მოფსმულს, მძინავს და ვყლაპავ მის ბეწვს, მიუხედავად იმისა, რომ სამუდამოდ დამიშრამა ცხვირი.
ამ ყველაფერს კი მხოლოდ და მხოლოდ საყვარელი ადამიანის გამო ვაკეთებ. თვითონვე მიკვირს თუ რამხელა ძალა ჰქონია სიყვარულს. რისი დანახვაც უმადურ ადამიანებს სამწუხაროდ არ შეუძლიათ.'' - წერდა სუარი.
„როცა ტარიელი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, პირველივე კვირას სასტიკად დაუკაწრა ცხვირი. გიტარის ჩასადებში აფსამდა და ა.შ. მაგრამ ტარიელი ჩემი სიყვარულის გამო იტანს ამ ყველაფერს და კატასაც უვლის.“ - აცხადებდა ია ფარულავა.



http://primetimenews.ge/index.php?page=22&news_id=30033&c=2