-
2014-06-07 16:06
როგორც მომღერალმა PrimeTimeNews-თან საუბრისას აღნიშნა, მისი საყვარელი ქალაქი ამსტერდამია, რომელსაც თბილისზე კარგად იცნობს.
„ჰოლანდიაში სახლში ვარ... განმარტოების მომენტები მაქვს ხოლმე... მარტო ყოფნა კი ამსტერდამში მინდება. მივდივარ ჩემს საყვარელ პარკებში და მთელ დღეს იქ ვატარებ. მზიან ამინდში ბალახზე ვზივარ და ვისვენებ. მარტო როცა ვარ, მაშინ ვიტენები. წელიწადში ორჯერ მაქვს განმარტოების სურვილი. იანვარში ხომ მქონდა და ზაფხულშიც დადგება.
ელემენტები რომ მიჯდება, სიმარტოვის გარდა, არაფერი და ვერავინ მშველის. ამ დროს არც წიგნი, არც ფილმი, არც ტელევიზორი, არაფერი არ მინდება. მუსიკა მინიმალური დოზით და ისიც საღამოს საათებში შეიძლება ჩავრთო. ვკონტაქტობ ცასთან, სიბნელესთან. ღამე ჩემია. როცა საზღვარგარეთ ვარ და უკან სამშობლოში ვბრუნდები, ყველაზე დიდი დოზით სიმშვიდე მომაქვს. ახლა არ ვარ მშვიდად“, - აღნიშნა სტეფანემ.
http://primetimenews.ge/index.php?page=22&news_id=29966&c=2