
სტეფანეს გუნდის წევრი, სოფი სააკაშვილი „X ფაქტორში“ მონაწილეობს და როგორც მისი მენტორი ამბობს, გოგონას ვოკალურ მონაცემებზე - შოკშია. სოფი სააკაშვილი მომღერალ მაია ყარყარაშვილის ქალიშვილია. მისი თქმით, პროფესიის არჩევაზე დედამ დიდი გავლენა მოახდინა.
„დედის შემხედვარეს მინდოდა მის კვალს გავყოლოდი. ვათვალიერებდი ჟურნალებს, სადაც დედას ფოტოები იყო... ყველაფერზე ფორტეპიანოს იმიტაციას ვაკეთებდი და თითქოს ვუკრავდი... მშობლები 4 წლის ვიყავი, როდესაც დაშორდნენ... მამა არ მომნატრებია, კვირაში სამ დღეს მასთან ვატარებდი.
იმდენად დიდი ხანია არიან გაშორებულები, რომ მათი ერთად ყოფნა ვერც კი წარმომიდგენია... მათ დღესაც ცივილური ურთიერთობა აქვთ... 15 წლის რომ ვიყავი, დედამ ამიხსნა, რომ ახალგაზრდაა და უნდა გათხოვილიყო. მამამ მანამდე მოიყვანა ცოლი და შეგუებული ვიყავი, რომ ადრე თუ გვიან დედაც შექმნიდა ოჯახს.
მქონდა პროტესტი და უაზრო რაღაცებზე ვებუტებოდი. ყურადღებას ვიქცევდი, მეგონა დედამ მომაკლო ეს ყურადღება. ცოტა ხანში დედის მეუღლისგან პირიქით გამძაფრებული ყურადღება რომ ვიგრძენი, მივხვდი, უაზრო პანიკა მქონდა,“ - ყვება სოფი სააკაშვილი.
http://primetimenews.ge/index.php?page=22&news_id=29955&c=2