
რეჟისორი ლევან წულაძე ამბობს, რომ „ნახშირზეა“ გაზრდილი, რადგან დედას სადილი ხშირად ეწვებოდა და დანახშირებულის ჭამა უწევდა.
„პირველი მცდელობა, რამე მომემზადებინა, საკმაოდ ადრეულ ასაკში მქონდა. დედაჩემი მუშაობდა, მოწაფეები ჰყავდა და უდროობის გამო, საჭმელი ხშირად ეწვებოდა, ნახშირდებოდა. ახლა რომ გაიგებს ამას ვამბობ, გაგიჟდება, მაგრამ ასე იყო „ნახშირზე“ ვარ გაზრდილი. ძალიან მიყვარს საცივი და შეიძლება ითქვას, რომ საცივიდან საცივამდე ვცხოვრობ.
ბებიაჩემი უგემრიელეს საცივს აკეთებდა, დედაჩემიც მისი რეცეპტით ამზადებდა და ძალიან კარგი გამოსდიოდა. ეს საამაყო იყო ჩვენს ოჯახში და მერე უკვე, როდესაც მანანამ საცივი პირველად გააკეთა დამოუკიდებლად, მივხვდი, რომ ცოლის არჩევაში არ შევმცდარვარ და ჩემი ოჯახი შედგა!“, - ამბობს ლევან წულაძე.
„გზა“