
როგორც თავად „ჯეოსტარის“ გამარჯვებული ამბობს, მისი ყოფილი შეყვარებული ზურა ნიქაბაძე ამერიკაში იმყოფება. მარიტამ 2 წლის განმავლობაში წონაში 21 კილოგრამი დაიკლო, მაგრამ ყველაზე მთავარი, საყვარელი ადამიანი დაკარგა.
„მის ოჯახთან დღემდე ვმეგობრობ და ძალიან მიყვარს ზურას დედა და ძმა. ამ ურთიერთობის გაფუჭება ჩემი ბრალიც არის. პრესაში დაიწერა, ვითომ მე რომანი მქონდა მოდელთან, მახო მაჭარაშვილთან.
დილის 5 საათზე დამირეკა ზურამ, ელაპარაკა მახოსაც. ავუხსენით, რომ მხოლოდ მეგობრები ვიყავით, შემდეგ თითქოს დალაგდა ყველაფერი. მაგრამ მერე ისევ აგორდა ახალი ჭორები. დღემდე მიყვარს და პატივს ვცემ“, - ამბობს მარიტა.
„გზა“