
მომღერალი პროექტით „ერთი-ერთში“ უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ იმ ქულებით არ ფასებენ, რაც რეალურად ეკუთვნის.
„სიმართლე გითხრათ, ერთი სული მაქვს, ეს კონკურსი როდის დამთავრდება. მასში მთელს შრომას, ენერგიას ვდებ და არ ვიღებ ისეთ ქულებს, რაც მეკუთვნის. ქუჩაში მაჩერებენ და ხალხისგან იმდენ სიყვარულს და სითბოს ვგრძნობ, ხანდახან თვალზე ცრემლებიც მადგება.
დავიფიცე, რომ საქართველოში არც ერთ კონკურსში მივიღებ მონაწილეობას. ვის რა უნდა ვუმტკიცო, მთელმა საქართველომ იცის ჩემი შესაძლებლობები და რაღაა დასამტკიცებელი?! ახლა ჩემი არეალი უცხოეთი უნდა გახდეს...
მიყვარს ქალები, აბა, რა! იმ კაცისთვის მიმიფურთხებია, ვისაც ქალი არ უყვარს. როცა მიყვარს, არასოდეს ვღალატობ. ახლა ერთი გოგონას მიმართ სიმპათიები მაქვს, თუმცა არაფერი სერიოზული. ყველა მანდილოსანს ეკუთვნის ჩემი ხმა და ჩემი კომპლიმენტები“, - აღიშნა ბორის ბედიამ
„სარკე“.