
მსახიობის თქმით, ცხოვრება ღირს მხოლოდ იმის გამო, რომ შეეცადო იყო ბედნიერი. ულამაზეს გოგონას მსახიობობაზე მეტად თურმე ფსიქოლოგობა და ექიმობა სურდა. ამჯერად კი ძირითად დროს ხატვას უთმობს.
„ჩემი ყველაზე კარგი პერიოდი ალბათ, ის პერიოდია, როცა ვმუშაობდი, ვუვლიდი ჩემს თავს, დავდიოდი სპორტზე, მქონდა ურთიერთობა საინტერესო ხალხთან... ახლა ველოდები როლს, ძირითადად სახლში ვარ, ხანდახან ვხატავ, ვსეირნობ.
ქუჩაში, როცა გავდივარ, გაკვირვებული მიყურებენ ხოლმე, რადგან არა ვარ ის ტიპი, რომ ჩავიცვა, დავიხატო, ზოგიერთი პირიქით არის... მე მაღაზიაში შემიძლია ჩვეულებრივად უმაკიაჟოდ, უბრალო „ბლუზკით“ ჩავიდე. უკვირთ, არადა, რატომ არ შეიძლება? მე ხომ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელსაც აქვს თავისი ხასიათი და თავისი მდგომარეობა სხვადასხვა დროს“, - ამბობს მსახიობი.