
გიორგი გაბუნიას „X ფაქტორიდან“ ერთ-ერთი უძლიერესი კონკურსანტის გაშვება მოუხდა. პროექტი ბათუმელმა ნიკა კიკნაძემ დატოვა. ჟიურის წევრის თქმით, პროექტის კონკურსანტები ერთმანეთზე უკეთესები იყვნენ და ის, რაც მოხდა თამაშის მკაცრი წესების ბრალია.
„ნაფიქრი მქონდა, მაგრამ წინასწარ ფიქრი ადვილია, საბოლოო შესრულება როცა არ გაქვს მოსმენილი, არჩევანის წინაშე ყოფნა ძალიან რთულია. ლაპარაკის თავი არ მქონდა და უბრალოდ ვფიქრობდი. არ მინდოდა შეცდომა დამეშვა. ვერ გეტყვით. ერთდროულად უამრავ რამეს ითვლი თავში.
ეს არის კონკურსი, რომელშიც არ ხარ მარტო, მაყურებელთან ერთად იღებ გადაწყვეტილებას. ფიქრობ იმაზე, საით მიდიხარ, რა შესაძლებლობები აქვს მუსიკოსს, ფიქრობ იმაზე - ვის წინააღმდეგ მოუწევს ბრძოლა დარჩენილ კონკურსანტს. სამიდან ვერც ერთს ვერ გამოვარჩევდი, რომ რომელიმე რომელიმეზე უკეთესია.
ბიჭები ძალიან განიცდიან, ერთმანეთს ამშვიდებენ და მხარში უდგანან. მინდა, რომ რაღაც გითხრა, მაგრამ სიტყვებს ვერ ვპოულობ-მეთქი. ასე ვიყავი მანამდეც. მკაცრია თამაშის წესები. დამნაშავედ იმან უნდა იგრძნოს თავი, ვინც ამ თამაშის წესები მოიგონა. ვთვლი, კონკურსს ნიკა ძალიან დააკლდება, მაგრამ წესებს ვერ შევცვლი“, - ამბობს გაბუნია.