-
2014-06-03 10:34
საუკეთესო ქალის როლის შესრულებისთვის 2014 წლის ოსკარის მფლობელი „ვარსკვლავური ომების“ ახალ სეზონში ითამაშებს.
ყენიელი მსახიობი, ოსკაროსანი ფილმისთვის „მონობის 12 წელი“ ლიუპიტა ნიონგო „ვარსკვლავური ომების“ მე-7 ეპიზოდის მსახიობთა ჯგუფს შეუერთდება. მის გარდა ამ ეპიზოდში ცნობილი სერიალიდან „სამეფო თამაშები“ , ქალი-რაინდის, ბრიენა ტარტის შემსრულებელი გვენდოლინ კრისტი ითამაშებს.
ფილმის მე-7 ეპიზოდი, რომლის რეჟისორია ჯეო ჯეი აბრამსი, 2015 წლის 18 დეკემბერს გამოვა. გადაღებები მაისში, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ტერიტორიაზე დაიწყო. ფილმში მოქმედება ორიგინალური ტრილოგიის მოქმედებიდან 30 წლის შემდეგ ხდება.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 21:08
-
2017-01-11 15:04
-
2016-12-19 11:36
-
2016-11-30 17:01