-
2014-06-02 21:39
მომღერალი თამთა გოდუაძე წლებია, საბერძნეთში მოღვაწეობს და იქაური შოუ-ბიზნესის გამორჩეული ვარსკვლავია. ქართველების უმეტესობამ მის შესახებ რამდენიმე თვის წინ გაიგო, როცა "რუსთავი 2"-ის მოწვევით, "იქს ფაქტორის" ჟიურის წევრი გახდა.
თამთა ინტერვიუებში ამბობს, რომ საქართველოდან პირად დრამას გაექცა. მისი მეუღლე ბიზნესმენი შმაგი ხაჭვანი გახლდათ. თამთას და შმაგის საერთო ქალიშვილი, 18 წლის ანი ხაჭვანი ჰყავთ.
შმაგი ხაჭვანი:
- მე და თამთამ პატარა ასაკში შევქმენით ოჯახი, ის 14 წლის იყო, მე კი 16-ის. დაახლოებით 6 თვე ვიყავით შეყვარებულები და მერე გავიპარეთ. 6 წელი ვიყავით ერთად. როცა გავიზარდეთ, მივხვდით, რომ ის სიყვარული არ ყოფილა სიყვარული, რასაც ოჯახი ჰქვია და დავშორდით. იმან თავისი გზით გააგრძელა ცხოვრება, მე ჩემი გზით.
იმაზე მწყდებოდა გული, რომ შვილთან არ მქონდა მამაშვილური ურთიერთობა, ტელეფონით და სხვადასხვა საშუალებით ვკონტაქტობდით. ზაფხულობით, როცა თბილისში ჩამოდის, 2–3 კვირით ჩემთან არის. წელს დაამთავრა სკოლა, ჯერ გამოცდებს აბარებს და ამ ზაფხულსაც ველოდები...
ისეთ დონეზე ვიყავით, ურთიერთობის გადარჩენას აზრი არ ჰქონდა... სანამ ცოლად მოვიყვანდი, მანანა თოდაძესთან მღეროდა... 15 წლის ასაკში გახდა დედა, ბავშვი უნდა გაეზარდა და ავტომატურად ჩამოშორდა სცენას...
არ ვიცი, რას თვლის პირად ტრაგედიად... მისთვის არაფერი დამიძალებია...არც ხელით შევხებივარ და არც შეურაცხყოფა მიმიყენებია.
... მაგის ნახვა პრობლემა არც აქ არის და არც საბერძნეთში, მაგრამ სურვილი არ მაქვს. თუ შემხვდა, როგორც ჩემი შვილის დედას, ადამიანურად დაველაპარაკები... ძალიან მაგარი ოჯახი მყავს, პატარა ვაჟი საბა ხაჭვანი და მეუღლე ხატია სიყმაშვილი, რომელიც ძალიან მიყვარს... ღმერთმა არაფერი დააჭირვოს თამთას, მაგრამ თუ ოდესმე დავჭირდები, როგორც ჩემი შვილის დედას, გვერდით დავუდგები.
