
ცნობილი შემსრულებელი ჯორჯ მაიკლი ჰოსპიტალიზებულია. როგორც "მირორი" იუწყება, ექიმების ორი ბრიგადა ორი მანქანით მომღერლის სახლთან, ლონდონში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც სამედიცინო დახმარების მოთხოვნით ჯორჯ მაიკლის მეგობარმა დარეკა.
გამოცემის ინფორმაციით, ექიმებმა ჯორჯ მაიკლს პირველი დახმარება გაუწიეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც მიიღეს ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება. რამ გამოიწვია მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, არ კონკრეტდება. ჯორჯ მაიკლის ოფიციალური წარმომადგენელი პრესას უარს ეუბნება დააკონკრეტოს, ისევ კლინიკაშია ჯორჯ მაიკლი, თუ უკვე შინ დაბრუნდა. ის მხოლოდ იმას ამბობს, რომ მომღერალი კლინიკაში მივიდა, რათა "გეგმიური გამოკვლევები" ჩაეტარებინა.