ადგილი ანაკლიაში, სადაც რუსეთის ეკლესიისგან ანათემირებული ფესტივალი Каzантип გაიმართება

Image

უკვე ცნობილია თარიღი, როცა ანაკლიაში Каzантип ჩატარდება. სამეგრელოს პატარა ზღვისპირა დასახლება გრანდიოზულ ფესტივალს 20-30 აგვისტოს განმავლობაში უმასპინძლებს. ანაკლიაში მზადება უკვე დაწყებულია. 

 

ცნობილია ადგილი ანაკლიაში, რომელიც ფესტივალისთვის იქნება გამოყოფილი. ცნობილია ასევე, რომ ანაკლიაში ფესტივალის ჩატარების დროისთვის მობილიზებული იქნება შსს-ს დამატებითი ძალები. ჯერჯერობით არაა გარკვეული, როგორია ამ ფესტივალის მიმართ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება, ხოლო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან ამ ფესტივალი შეუწყნარებლობა ცნობილი ფაქტია: ნარკოტიკებით, სიშიშვლით, საჯარო სექსით ცნობილი ფესტივალის მონაწილეები და ორგანიზატორები ეკლესიამ, კარგა ხანია, ანათემას გადასცა. 

 

ცოტა ხნის წინ უკრაინული მედია წერდა, რომ ყირიმის ახალმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, КаZантип-ის ჩატარების ტრადიციულ ადგილას მონასტერი ააგოს. ცნობილია, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აპირებს ყირიმში საკუთარი, „მართლმადიდებლური ხელოვნების ფესტივალი“ ჩაატაროს.

 

შეგახსენებთ, რომ ფესტივალის ჩატარებას, განსაკუთრებით ბოლო წლებში თან ახლავს ელექტრონული მუსიკის მოყვარულების თამამი სასიყვარულო სცენების დემონსტრირება, შიშველი სეირნობა სანაპიროზე, საღამოობით კლუბური და მძიმე ნარკოტიკების მიღება, რის გამოც ეს ფესტივალი დაგმობილია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ და სწორედ მისი რეკომენდაციით, ის წელს ყირიმის ნახევარკუნძულზე აღარ ჩატარდება.

 

როგორც "კაზანტიპის" ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, ანაკლიაში ფესტივალის ჩატარების წინადადებით მათ საქართველოს ხელისუფლებამ მიმართა. არ კონკრეტდება სახელმწიფო მოხელის ვინაობა, ვინც "კაზანტიპის" ორგანიზატორებს დაუკავშირდა და ასპარეზად ანაკლია შესთავაზა. ტურიზმის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სიგუა ადასტურებს, რომ ფესტივალის ჩატარება წელს ნამდვილად ანაკლიაშია დაგეგმილი.

 

"...და თუკი შენ შემთხვევითი "ტურისტ-კურორტნიკი" არ ხარ და ნამდვილად ხარ კაზანტიპის მოქალაქე, გლობალური ცვლილებისთვისაც მზად უნდა იყო. ამიტომაც ჩვენ აგვისტოში ანაკლიაში შევხვდებით. აი, იქაური ადგილის ფრაგმენტი. არის ზღვა, არის ქვიშა - სხვა რაღაა საჭირო? Гамарджоба, Великий Народ!", - ნათქვამია "რესპუბლიკა კაზანტიპის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ხოლო აღწერას ახლავს საქართველოს ხელისუფლების მიერ მიწოდებული, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს გადაღებული კლიპი ანაკლიაზე და ფოტო, რომელიც 2011 წელსაა გადაღებული - ღია ამფითეატრი ანაკლიაში.

anaklia.jpg

kazan.jpg

 

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !