-
2014-04-11 08:24
მომღერალ ეკა კვალიაშვილის დასახმარებლად თოქ-შოუზე შეგროვილი თანხა, რეალურად, გამოცხადებულის მესამედიც არ არის - ამის შესახებ მომღერალმა ექსკლუზიურად "კვირა.ჯი"-ს განუცხადა.
მისი თქმით, გამოცხადებული 90 ათასის ნაცვლად, მის ანგარიშზე მხოლოდ 22 ათასი ლარი ჩაირიცხა. მომღერლის განცხადებით, საწყენია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ზოგიერთებმა პიარისთვის გამოიყენეს. ეკა კვალიაშვილი დღეს მკურნალობის კურსის ჩასატარებლად საფრანგეთში.
“სხვადასხვა ადამიანებისგან შეპირებული თანხიდან ანგარიშზე ყველა არ დამჯდარა. ზოგმა გადმორიცხა, ზოგმა კი – არა. სიმართლე გითხრათ, მე ცოტა ნაწყენი ვარ იმ ადამიანებზე, ვინც ჩემი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა საკუთარი პიარისთვის გამოიყენა. ყველას, ვინც დამეხმარა, ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. გადაცემაში უამრავი ხალხი იყო ჩართული. ამ ადამიანებისაგან იმხელა სიყვარული და ტალღა წამოვიდა, მადლობის მეტი რა მეთქმის, მაგრამ ანგარიშზე ზოგიერთების მხრიდან თანხა არ ჩარიცხულა. გადაცემის ბოლოს გახმაურდა, რომ საბოლოოდ 90 ათას ლარამდე შეგროვდა, თუმცა ანგარიშზე 22 ათასი ლარი ჩამერიცხა“, – აცხადებს კვალიაშვილი.
მომღერლის საბანკო ანგარიშზე არც ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას მიერ დაპირებული თანხა არ ჩარიცხულა. ბიზნესმენი გადაცემის მსვლელობისას კვალიაშვილს 10 ათასი აშშ დოლარის გადარიცხვას დაჰპირდა.