-
2020-05-28 11:13
ახალი კორონავირუსის მოულოდნელმა ტალღამ თითქმის ყველა ბიზნესი აიძულა, გადაეხედა იმ ფასეულობების იერარქიისა თუ პრიორიტეტებისთვის, რომლებიც მათ ახალ რელსებზე გადაიყვანდა და ნაკლებ ეკონომიკურ ზარალს მიაყენებდა.
რადიო "აფხაზეთის ხმა" დაინტერესდა თუ როგორ მოერგო ახალ რეალობას გერმანული სავაჭრო ცენტრი და რა სიახლეებს სთვაზობს ის მომხმარებლებს.
ჩვენი ჟურნალისტი, კომპანიის პიარისა და მარკეტინგის მენეჯერ, მარიამ პაკაცოშვილს ესაუბრა.
როგორც პაკაცოშვილი რადიო აფხაზეთის ხმასთან საუბარში ამბობს, ეკონომიკური კრიზისის პირობებში გერმანულმა სავაჭრო ცენტრმა არა მხოლოდ გადარჩენა, არამედ დროულად გადაწყობა და თანამშრომლების შენარჩუნებაც შეძლო.
,, მსოფლიო პანდემიის პირობებში გერმანულ სავაჭრო ცენტრსაც ცხადია მოუწია მყისიერი ზომების მიღება და ციფრული ტრანსფორმაცია. ვიდრე ონლაინ ვაჭრობა აიკრძალებოდა ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით ვემსახურებოდით და სრულიად უსაფრთხოდ ვაწვდიდით შეძენილ პროდუქციას.
მწვავე ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ერთიანი ძალებით და რა თქმა უნდა, მთავრობის მხრიდან ბიზნესის გადარჩენის კუთხით გადადგმული ნაბიჯებით შევძელით გავმკლავებოდით სხვადასხვა სირთულეებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია შევინარჩუნეთ თანამშრომლები, რომლებთან ერთადაც უკვე გახსნის დღიდან ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას.“
როგორც კომპანიის პიარისა და მარკეტინგის მენეჯერი რადიო აფხაზეთის ხმასთან საუბარში ამბობს, მიუხედავად სააზღვრების ჩაკეტვისა გერმანულ სავაჭრო ცენტრს დღემდე აქვს მარაგი, რომ ერთგულ მომხმარებლებს სიახლე შესთავაზოს. მისივე თქმით, გაუფასურებული ეროვნული ვალუტის მიუხედავად პროდუქციაზე ფასი არ მომატებულა და გაძვირება არც მომავალში იგეგმება.
,,ახალ, საკმაოდ რთულ რეალობასთან ადაპტაციის პირობებში ჩვენი კომპანია აგრძელებს საქმიანობას და ამასთან, ცდილობს, დაეხმაროს ვირუსის შედეგად განსაკუთრებულად დაზარალებულ ადამიანებს.
გერმანული სავაჭრო ცენტრი მუდმივად ცდილობს მომხმარებლების წახალისებას. დღემდე თითოეულ მათგანს ვთავაზობთ მინიმუმ 10 პროცენტიან ფასდაკლებას ავეჯის სრულ კოლექციაზე, ასევე გათმაშებებსა თუ სხვა საინტერესო აქციებსა და ფასდაკლებებს.“