-
2020-05-06 23:53
მომღერალ, ნინო ჩხეიძის საავტორო გადაცემა - ,,სტუმრად ნინოსთან" აგრძლებს ინსტაგრამ ლაივში მაუწყებლობას.
ამჯერად, გადაცემის სტუმარს ლაივში სილამაზის აკადემიის დამფუძნებელი, ანა ბერიძე ჩაერთო. გადაცემის მთავარ თემას - რა უხდება ყველა ქალს და როგორი მაკიაჟი გავიკეთოთ კარანტინის პირობებში, ბევრი მაყურებელი შეუერთდა. გადაცემა ყველაზე აქტუალური თემით დაიწყო - როგორ შევინარჩუნოთ წონა თვითიზოლაციაში? როგორც გადაცემის სტუმარმა გვითხრა, ზუსტად იცის როგორ აკონტროლოს ექვს თვეში დაკლებული 16 კილოგრამი და რა მიირთვას დღის განმავლობაში. ასევე, ანამ აღნიშნა, რომ აუცილებელია ვარჯიში, თავად კი ყველაზე ხშირად ე.წ. პრესებს აკეთებს. სილამაზის აკადემიის დამფუძნებელი, საკუთარი ქეისით უმაკიაჟოდ წარსდგა ლაივის მაყურებლის წინაშე.მაკიაჟის გაკეთება ტონალურით დაიწყო, თავად ანა თხელ ტონალურს იყენებს. წამყვანის შეკითხვაზე როგორ გამოვიყენოთ კონსილერი? ანა ამბობს, რომ ვისაც პრობლემური თვალი აქვს და თვალის გარშემო სიშავე, თხელის ნაცვლად სქელი კონსილერი უნდა გამოვიყენოთ. რა სხვაობაა კონსილერის ფერებს შორის ? - მაგალითად, მწვანე გამოიყენება სიწითლის დასაფარად, სტაფილოსფერი - ასწორებს გარშემო ადგილებს, იასამნისფერი კი - სიშავეს. აქვე საინტერესო რჩება გაუმხილა მათ, ვისაც არ უყვარს სახეზე სიპრიალე. ასეთმა გოგონებმა თეთრი პუდრი უნდა გამოიყენონ, რომელიც ასევე, ცხვირის დასათხელებლად გამოდგება. გადაცემაში ასევე გავიგეთ, როგორ წავისვათ სწორად ,,ჰაილაითერი" , თვალის ჩრდილები, როგორი უნდა იყოს წარბის ფორმა და რომელი ავტო-რუჯი წავისვათ. როგორც ანამ აღნიშნა, მისი მთავარი მაკიაჟი პომადაა, რომლისთვისაც გადაცემაში მაკიაჟის კეთების პროცესში უნივერსალი ფერი გამოიყენა. ბოლოს კი, გადაცემის წამყვანმა აღნიშნა - ქალს მაინც ყველაფერი უხდება, რაც მას შინაგანად უნდა. ასევე, ნინომ პირობა დადო რომ აუცილებლად გაიკეთებს თავად ანას რჩევით მაკიაჟს და სთორში განათავსებს. ასე რომ, ესტუმრეთ ნინო ჩხეიძის ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდს და ასევე სთორების საშუალებით გაიგებთ, თუ ვინ იქნება შემდეგი გადაცემის სტუმარი.