ტელეკომპანია "მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ "მთავარი არხი" დატოვა. ინფორმაციას მისი ყოფილი კოლეგების სოციალურ ქსელში გამოხმაურება ადასტურებს, სადაც ისინი ნოდარ მელაძეს მადლობას უხდიან თანამშრომლობისთვის.
"მადლობა თანამშრომლობისთვის და მადლობა ყველაფრისთვის მართალია ცოტა ხნით იყო მაგრამ რაც იყო, კარგი იყო", - წერს ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილი ნოდარ მელაძის ფეისბუქგვერდის კედელზე.
ფაქტს ეხმაურება "მთავარი არხის" ერთ-ერთი ჟურნალისტიც: "შეუცვლელი ხარ! მადლობა ნდობისთვის!" დაუდასტურებელი ინფორმაციით, ნოდარ მელაძის წამოსვლის მიზეზი ნიკა გვარამიას მიერ ჟურნალისტ თამთა დოლენჯაშვილის გაშვება გახდა.
არსებული ინფორმაციით, საინფორმაციო სამსახურის აწ უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა ჟურნალისტის დაცვა სცადა, რამაც მასა და არხის დირექტორს შორის კონფლიქტი გამოიწვია. "მთავარი არხის" დაარსებამდე, ნოდარ მელაძე თითქმის 6 წლის განმავლობაში "რუსთავი2-ში" მუშაობდა. მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, "რუსთავი 2-ს" მფლობელი შეეცვალა და ახალმა დირექტორმა ნოდარ მელაძე საინფორმაციო სამსახურის უფროსობოდან გაათავისუფლა, მან არხის სხვა თანამშრომლებთან ერთად "მთავარ არხზე" გადაინაცვლა.