
პირველი ფილმი, რომელიც მსახიობმა გაგვიზიარა და როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, დიდი გავლენა მოახდინა მასზე, ეს ბეჭდების მბრძანებელია. მას შემდეგ რაც ახალგაზრდა ჰობიტი ფროდო ბეგინსი ბიძია ბილბოსგან მემკვიდრეობით საიდუმლოებით მოცულ ბეჭედს მიიღებს, იძულებული ხდება სახლი მიატოვოს, რათა დაიცვას იგი ბოროტი მბრძანებლის ხელში ჩავარდნისაგან. ამასობაში შეიქმნება საძმო, რომელმაც უნდა დაიცვას ბეჭედის მატარებელი წევრი და დარწმუნდეს, რომ ბეჭედი ნამდვილად არის დანიშნულების ადგილა მიტანილი. მთა დომი ერთადერთი ადგილია სადაც მისი განადგურებაა შესაძლებელი.
მატრიცა
THE MATRIX
რაც შეეხება მეორე ფილმს, ის თომას ანდერსონზე მოგვითხრობს , რომელიც ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს. დღისით ის კომპიუტერის პროგრამისტია, ღამით კი ჰაკერი სახელად ნეო. ის გაიცნობს მორფეუსს, ლეგენდარულ ჰაკერს, რომელიც მას შოკის მომგვრელ სიმართლეს გაუმხელს ჩვენს რეალობაზე. დანარჩენს ფილმში თავად ნახავთ.
მწვანე გზა
THE GREEN MILE
მესამე ფილმში - კი ზებუნებრივი ამბავია გათამაშებული სიკვდილმისჯილთა კამერაში, სამხრეთის ციხეში, სადაც თავაზიანი გიგანტი - ჯონ კოფი ადამიანთა განკურნების იდუმალ ძალას ფლობს. როდესაც ციხის კორპუსის დაცვის უფროსი პოლ ეჯკომბი კოფის გასაოცარ ნიჭს შეიცნობს, ის თავგამოდებით ცდილობს მსჯავრდებულის გადარჩენას სიკვდილით დასჯისაგან.