
არნოლდ შვარცენეგერმა კორონავირუსთან საბრძოლველად 1 მილიონი დოლარი გაიღო.
"მწამს, რომ ყველამ თავისი წილი საქმე უნდა გააკეთოს და სამყარო ცოტათი გავაუმჯობესოთ. ეს არის მარტივი გზა, დავიცვათ წინა ხაზზე და ჰოსპიტალებში მყოფი რეალური გმირები. მეამაყება, რომ ამაში ჩემი წვლილის შეტანა შემიძლია. ერთი მილიონი დოლარი გადავრიცხე და იმედი მაქვს, რომ ვისაც შეგიძლიათ, შეუერთდებით ამ ინიციატივას“, - წერს შვარცენეგერი.