
ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ რვა წლის წინანდელი საარჩევნო დაპირება უნდა გაიხსენოს.
“ისე, მე მგონი, დადგა დრო, 8 წლის წინანდელი საარჩევნო დანაპირები შეასრულონ. გაბერილიაო კომუნალური გადასახადები, გძარცვავენო, 2012-ში მარტო ეს გვესმოდა და მერე რა თქმა უნდა დაასამარეს დანაპირები და გადასახადი კი არ განახევრდა, იმატა და იმატა.
ამ პირობებში, როცა ასობით ოჯახს აღარ აქვს არც შუქი, არც გაზი, იდეალური დროა 8 წლის წინანდელ საარჩევნო კამპანიას დაუბრუნდნენ და აღასრულონ. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს პრინციპით.
წარმოუდგენელ დღეში აღმოჩნდნენ ადამიანები, დარჩნენ სამსახურის გარეშე და კომუნალურების გადახდა როგორ უნდა მოახერხონ, ვერც ხვდებიან.
დავურთავდი ამ პოსტს საარჩევნო ვიდეოს, მაგრამ ისედაც ყველა მიხვდებით ვის და რას ვგულისხმობ”.