
ამერიკული ფილმების სტუდიამ Universal Pictures-მა 12 მარტს დააანონსა, რომ ფორსაჟის გამოსვლის თარიღი დაახლოებით 1 წლით გადაიწევს, რაც კორონავირუსის გავრცელებითაა განპირობებული. ფილმის გამოსვლა 2021 წლის აპრილამდე გადაიდო, - ინფორმაციას ამის შესახებ Los Angeles Times-ი ავრცელებს.
შეგახსენებთმ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.