მომღერალი ნინო ჩხეიძე რუსა მორჩილაძის ახალ სიმღერაზე მუშაობს .
რადიო"აფხაზეთის ხმასთან" საუბარში შემსრულებელმა, რომლის ყველა ნამუშევარი ჰიტი მალევე ხდება,
აღნიშნა, რომ ახალ კომპოზიციას მსმენელი მალე იხილავს. ახალ სიმღერაზე კლიპის გადაღებაც იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ნინო ჩხეიძემ ახალი კლიპისა და სიმღერის სახელწოდებით "ამაღამ" პრეზენტაცია სწორედ
რუსა მორჩილაძის დაწერილ სიმღერაზე გააკეთა. ცნობისთვის, ნამუშევარი რუსამ ნინო ჩხეიძეს საგანგებოდ დაუწერა.
ასე რომ, დაველოდოთ მის ახალ ნამუშევარს , რომელსაც მსმენელი, ალბათ, ისევე შეიყვარებს , როგორც მის
სხვა კომპოზოციებს .