
გადაცემა „სარჩევს“ ნუკი კოშკელიშვილი ესტუმრა.
ნუკი მაყურებელს არაერთი ტელეგადაცემიდან ახსოვს, თუმცა წლების წინ, ის რამდენიმე რადიოში , მათ შორის
„აფხაზეთის ხმაშიც“ მუშაობდა:“ძალიან დიდი თაყვანისმცემელი ვარ თქვენი რადიოსი, ეს ჩემთვის ნაცნობი გარემოა.
როცა 16 წლის ვიყავი, რადიოში პირველად აღმოვჩნდი, მახსოვს, რომ ეს დიდი მუხტი
იყო ჩემთვის, ეთერში გასვლის პირველი ემოციები არ მავიწყდება. ახლა ლაივში მაინც გვიყურებს ყველა,
მაშინ ყურსასმენებს გაიკეთებდი და ადამიანებს მარტო შენი ხმა ესმოდათ, ეს ინტიმი
სოციალურმა ქსელმა თითქოს დაარღვია“
ჟურნალისტები ნუკის ყველაზე ხშირად სამოდელო სფეროსთან დაკავშირებულ კითხვებს უსვამენ , თავად ამბობს ,
რომ ამ სფეროში წარუმატებელია,:“თუ პროფესიონალური ფოტოები გაქვს , ხშირად მოდელობას გაწერენ, ჩემ
შემთხვევაში ასე არ არის, აფსოლუ ტურად წარუმატებელი ვარ არ სფეროში,დიდი სურვილი მქონდა,
მაგრამ ვერ შევდექი, როგორც მოდელი“ რაც შეეხება ტელევიზიას და ტელეჟურნალისტობას, ნუკის
მაყურებელი ათი წლის განმავლობაში თვალს აქტიურად ადევნებდა. :“უამრავი დილის თუ საღამოს ეთერი
წამიყვანია, მაგრამ დილა ყველაზე რთულია, სხვათაშორის არაერთი სტატია წამი კითხავს იმის შესახებ,
რომ საზღვარგარეთ ყველაზე დიდი დაზღვევა დილის წამყვანებს აქვთ. „
ნუკიმ წამყვანის ამპუის გარდა, სამსახიობო სფეროც კარგად დაითავისა და მაყურებელს ერთ-ერთი
ტელესერიალის პერსონაჟადაც მოევლინა.
"ეს იყო დიდი სიამოვნება და დიდი გამოციდლება, სერიალი „კლინიკა „ იყო ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქტი და
უამრავი ადამიანი მუსაობდა , მოუხედავად ყველაფრისა, ვთვლი, რომ ყველაზე მეტად წამყვანობა გამომდის“
ამერიკული ცხოვრების შესახებ მისი „ინსტაგრამ“ გვერდის მეშვეობით ყველაფერი ვიცით,იგი ხშირად ამბობს,
რომ ქასთინგებზეც დადის და ცდილობს სამსახიობო სფეროში წარმატებას მიაღწიოს.
მისი ამერიკული ცხოვრების დიდი ნაწილი შვილს ეთმობა :“უკვე ორი წელია ჩემი ამერიკული ცხოვრების დიდი ნაწილი
ბავშვითაა მოცული, ხშირად მეკითხებიან ვნანობ თუ არა ჩემი აქტიური ცხოვრების დათმობასა და მთლიანად
ოჯახზე ყურადღების გადატანას-მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად არ ვნანობ, დედობაზე მაგარი არაფერია. „
პატარა ოლივერს ძიძა არ ჰყავს, შესაბამისად მთელ დროს დედასთან ატარებს:“ქალი, რომელიც ძალიან
დაკავებულია, კარგია როცა ძიძა ჰყავს, ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ , ხუთ წლამდე
ბავსშვისთვის, ვფიქრობ, არსებითი მნიშვნელობა აქ აქვს , ვინ გაზრდის, თუმცა მე მგონია, რომ ჩემსავით
ჩემს შვილს ვერავინ მოუვლის , ვერ გაასეირნებს და ასე შემდეგ. მეუბნებიან,
რომ ეს პირველი ბავშვის სინდრომია და მეორეზე შედარებით მშვიდი ვიქნები, ვნახოთ...“
თავისუფლება თუ მაქსიმალური მიჯაჭვულობა შვილთან - ნუკის თქმით, ეს სადაო საკითხია:“სანამ შვილი გამიჩნდებოდა,
მეგონა, რომ ძალიან მკაცრი ვიყავი, ოლივერის შემდეგ მივხვდი, რომ ეს ასე არ არის, ვერაფერს ვერ ვუშლი, ვაბმობ
ხოლმე, რომ ბავშვია და ჯერ არ იცისთქო, მიჭირს არას თქმა, მაგრამ მერე მეშინია, თავხედი
არ გაიზარდოს, მაგრამ შვილს უნდა აჩვენო, რომ გიყვარს და ზრუნავ მასზე, გაუზიარეთ თქვენს შვილს სიყვარული“
მიუხედავად იმისა, რომ ოლივერი ჯერ კიდევ პატარაა, მას სოციალურ ქსელში ბევრი გულშემატკივარი
ჰყავს და პატარას ფოტოებს „ინსტაგრამზე“ ბევრი დიდი ინტერესით ათვალიერებს:“ოლივერს
აქვს თავისი ინსტაგრამ გვერდი, 11 ათასი გამომწერით, ეს მისი ერთგვარი ფოტოების ნაკრებია, როცა
გაიზრდება , ნახავს და თუ არ მოეწონება წაშლის კიდეც“
ნუკიმ გადაცემის ბოლოს სამშობლოს მონატრებაზეც ისაუბრა და აღნიშნა , რომ ნოსტალგია საქართველოს მიმართ
ყოველთვის აქვს :“საქართველო ხშირად მენატრება, როგორ კარგადაც უნდა იყო სხვა ქვეყანაში, სამშობლო მაინც
გენატრება, ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს, ძალიან პატრიოტი ვარ და მიმაჩნია, რომ საუკეთესო ქვეყანაა“