-
2020-02-19 10:49
სასიამოვნო სიახლე ქართული სიმღერის მოყვარულებს ნინო ჩხეიძისგან.
რადიო"დარდიმანდი", რადიო"აფხაზეთის ხმა " , ტელეკომპანია "აფხაზეთის ხმა " და "ქართული მუსიკალური არხი "
მომღერალ ნინო ჩხეიძის გადაცემას "სახალხო ხუთეულს" წარმოგიდგენთ.
ეს იქნება გადაცემა, სადაც ხალხის მიერ შერჩეული მომღერლები ორშაბათ საღამოს გაგილამაზებენ.
გელოდებათ საყვარელი შემსრულებლების პრემიერები და სასიამოვნო სიახლეები. ესაა ადგილი, რომელსაც
თქვენი რჩეულები სტუმრობენ. ასე რომ, ყოველ ორშაბათს, 19:00 საათზე, გაილამაზეთ კვირის დასაწყისი.
