
სერიალი „მეგობრები“ ეკრანებზე ბრუნდება.
პროექტში მონაწილეობას მთავარი როლების ექვსივე შემსრულებელი მიიღებს.
„მეგობრების“ ახალი ეპიზოდი სერიალის 25-წლიანი იუბილესადმი იქნება მიძღვნილი.
სერია სტრიმინგ-სერვის HBO Max-ზე გავა და მისი ექსკლუზიური პროექტი გახდება.
ოქტომბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ სერიალ „მეგობრების“ მსახიობები ახალ პროექტზე
მუშაობენ. „მეგობრები“ 1994-2004 წლებში გადიოდა და ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში
ერთ-ერთ საუკეთესო კომედიურ სერიალად ითვლება.