-
2020-02-07 11:21
ამერიკელი მსახიობი კირკ დუგლასი 103 წლის ასაკში გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაცია
თავისმა შვილმა, მაიკლ დუგლასმა დაადასტურა.

"მე და ჩემი ძმები შემაძრწუნებელი მწუხარებით გაუწყებთ, რომ კირკ დუგლასმა 103 წლის ასაკში დაგვტოვა.
მსოფლიოსთვის ის იყო მსახიობი ფილმების ოქროს წლებიდან, რომელმაც კარგად იცხოვრა თავის ოქროს წლებშიც.
ჩემთვის და ჩემი ძმებისთვის - ჯოელისა და პიტერისთვის ის უბრალოდ მამა იყო, კატერინასთვის საოცარი მამობილი,
მისი შვილიშვილებისა და შვილთაშვილებისთვის მოსიყვარულე ბაბუა და მისი ცოლისთვის საოცარი ქმარი", - დაწერა მაიკლ დუგლასმა.
კირკ დუგლასი ორჯერ იყო დაქორწინებული, მას 4 შვილი ჰყავს.


