
ამერიკელ მსახიობ მოლი ფიცჯერალდს, რომელიც ფილმში „კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებელი“ მონაწილეობდა, დედის მკვლელობაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა TMZ ავრცელებს.
ფიცჯერალდი აშშ-ში, კანზასის შტატის ქალაქ ოლეიტეში 31 დეკემბერს დააკავეს, მას შემდეგ რაც პოლიციამ მისი 68 წლის დედა გარდაცვლილი იპოვა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ნაჩხვლეტი ჭრილობა გახდა.
საქმის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია, აღკვეთი ღონისძიების სახით მსახიობს 500 ათასი დოლარის ოდენობის გირაო შეუფარდეს.