
გასული 2019 წელი მომღერლისთვის შემოქმედებითად სასიამოვნოდ დატვირთული აღმოჩნდა.
მან ერთგულ მსმენელს რამდენიმე ახალი სიმღერაც შესთავაზა, რომლებიც თაყვანისმცემლებმა
მოსმენისთანავე შეიყვარეს.
როგორც ჩანს, დატვირთული წლის შემდეგ ნინო ჩხეიძემ ლამაზ და ხალხმრავალ პარიზში დასვენება
ოჯახთან ერთად გადაწყვიტა. 31 დეკემბრის ღამეს კი მსმენელს ახალი წელი სწორედ სიყვარულის
ქალაქიდან მიულოცა.
პარიზთან ერთად მან მონაკოც მოინახულა.. მოგზაურობის ამსახველი ფოტოები კი შემსრულებელმა
"ინსტაგრამზე" განათავსა.