თბილისის საკრებულოს ინიციატივით საბურთალოზე ერთ-ერთ ქუჩას გიო ხუციშვილის სახელი დაარქვეს.
ცნობილი მომღერლის სახსოვრად მისი სახელი გოძიაშვილის ბაღის მოპირდაპირე მხარეს არსებულ ქუჩას ეწოდა.
ქუჩის გახსნა შემდეგ კვირას იგეგმება, რომელსაც საკრებულოს წევრებთან ერთად გიო ხუციშვილის მეგობრები და ოჯახის წევრებიც დაესწრებიან.