-
2019-11-07 16:49
მსახიობ გიორგი გილიგაშვილს სახლი დაეწვა.
შემთხვევა 5 ნოემბერს მოხდა და გიორგი ოჯახის წევრებთან ერთად სახლში იმყოფებოდა, თუმცა ვერაფერი მოიმოქმედეს.
მსახიობის განცხადებით თავს კარგად გრძნობენ და არცერთი ოჯახის წევრი არ დაშავებულა.
"ყველა ჯანმრთელად ვართ, სახლსაც ავაშენებთ, ხესაც დავრგავთ და ბევრ შვილებსაც გავაჩენთ. გული მხოლოდ ჩემს ჩოხებზე დამწყდა. ოთახში რომ შევედი ჩემი გულის სივარვარემ კიდევ უფრო აავარვარა ცეცხლი." - ამბობს გიიორგი გილიგაშვილი
ამ ეტაპზე მსახიობი და მისი ოჯახის წევრები მეგობრებთან ცხოვრობენ. გიორგის თქმით ამ თემის აფიშირება არ უნდა, რადგან საზოგადოებას ისედაც ბევრი ცუდი ამბავი ესმის.