
სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გოგა ჩანადირმა გაავრცელა სტატუსი, სადაც წერს, რომ მსახიობი ანი ჩირაძე და კონსტანტინე თედელური დაქორწინდნენ:
"აი, ასე, უცებ, ჩიკამ (ანა ჩირაძე) და კოტე თედელურმა დაქორწინება გადაწყვიტეს და თელავში ხელი მოაწერეს. მეჯვარეები ქეთი დევდარიანი და ეკა ჩხეიძე იყვნენ. ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა. ვულოცავ წყვილს."