
ბიზნესმენი ირაკლი ნანაძე ქართული საზოგადოებისთვის ცნობილი მაშინ გახდა, როდესაც პრესა მისი და ქართველი მსახიობის შორენა ბეგაშვილის რომანის შესახებ ალაპარაკდა.
ირაკლი ნანაძე და შორენა ბეგაშვილი ოფიციალურად დიდხანს არ ასაჯაროვებდნენ თავიანთ ურთიერთობას, თუმცა, თბილისში პოპულარული ქალის ცხოვრების საიდუმლოდ შენახვა შეუძლებელია. შორენა ბეგაშვილს ირაკლი ნანაძემ გასულ წელს ხელი ოფიციალურად სთხოვა და წყვილმა იქორწინა.