
„ბალენსიაგამ“ მსოფლიოს 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარუდგინა.
ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა დემნა გვასალიამ ჩვენება უჩვეულო გარემოში მოაწყო - ლურჯი ფერის სივრცე ევროსაბჭოს სხდომათა დარბაზის შთაბეჭდილებას ტოვებდა. "ბალენსიაგას" კოლექციის პრეზენტაციას ქართული მოდის სფეროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მათ შორის თაკო ჩხეიძე და ლიკა კვარაცხელია.