
ღონისძიებების სერია "ავიატორი", 11 ოქტომბერს, საქართველოში პირველად, წარმოგიდგენთ მსოფლიო ფსაი-ტრანს სცენის ერთ-ერთ საკულტო დუოს - Vini Vici.
ქართველი მსმენელი მას ახალ ვენიუზე შეხვდება, რომელიც წერეთელზე რაფაელ აგლაძის 32 ნომერში მდებარეობს. Vini Vici არის პროექტი, რომელიც არტისტებს Aviram Saharai & Matan Kadosh აერთიანებს. უკვე 10 წელზე მეტია, ორივე არტისტი ელექტრონული მუსიკის სფეროში ცნობილი და გამოცდილი პროდუსერია.