
ცოტა ხნის წინ ნიკოლოზ რაჭველმა სტატუსი გამოაქვეყნა და კოლეგებს 9 წლის ქართველ შესრულებელს
აცნობს.
„მეგობრებო, ძალიან ბედნიერი ვარ! მე დღეს გავიცანი ქართველი მოცარტი! საოცარი, გენიალური, არნახული 9
წლის ვუნდერკინდი! თქვენ ვერ წარმოიდგენთ რასთან და ვისთან გვაქვს საქმე! დიდი, ძაააალიან დიდი
მუსიკოსი იზრდება საქართველოში ცოტნე ზედგინიძის სახით! განუმეორებელი ნიჭი და სიღრმე, ღმერთის
რჩეული...
ღმერთო, დიდი მადლობა, რომ მომასწარი ასეთი ადამიანის არსებობას“, - „ქართული შემოქმედებითი გენი ახალ
ლეგენდას ბადებს და მინდა რომ მან შეძლოს ბოლომდე გახსნა, აღმაფრენა და წარმატება! მჯერა მისი!!!
მიყვარს!!! ვეთაყვანები როგორც განგების რჩეულს!!“, - წერს კომპოზიტორი.