
ჯასტინ ბიბერმა თავის მეუღლეს ლექსი მიუძღვნა. კანადელმა ვარსკვლავმა თავის რჩეულს ნდობისა და
მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მისდამი სიყვარული კიდევ ერთხელ გამოხატა.
"მზის სხივები მორევში ჩაიძირა,
ისევე, როგორც მე შენს ტუჩებში,
ტალღები ნაპირს ეხეთქებიან,
ჩემი შენდამი სიყვარული კი უფრო იზრდება.
ჭრიჭინების ხმა ჭეშმარიტი მედიტაციაა,
მე ვფიქრობ შენზე, ღმერთის უბადლო ქმნილებაზე,
და როცა ასეთი ბედნიერი ვარ, ვიაზრებ, რომ შენ ჩემი მონათესავე სული ხარ.
უფრო და უფრო ბნელდება,
ცივი ნიავი მეხვევა,
ბაღიდან გვირილების სურნელი მოდის,
ჩემი ცხოვრება ფილმია და ჩვენ მასში ვარსკვლავები ვართ,
ვარსკვლავები ვახსენე და დავინახე, როგორ აენთნენ ისინი ცაში.
მათი ციმციმი მახსენებს ჩემს თავისუფლებას,
როგორი დიდი და უკიდეგანოა სამყარო ჩვენ გარშემო .
მადლობა ღმერთს, ჩვენ დაკარგულები ვიყავით და მან გვიპოვა,
ამ ლექსის წერისას მასზე ფიქრი არ მტიოვებს,
და ვიცი, დრო გავა და ყველაფერი კარგად იქნება "
ლექსმა ოთხ მილიონზე მეტი მოწონება და ათასობით კომენტარი დაიმსახურა.
ჯასტინ ბიბერი და მისი მეუღლე გასულ წელს დაინიშნენ.
მარიამ ნებიერიძე