
ეკატერინბურგელმა ლენა ბუშუევამ, რომელსაც რუსეთში ლოლა ტეილორის ფსევდინიმით იცნობენ, ინტერნეტში მამაკაცი გაიცნო და შეხვედრაზე დათანხმდა.
ახლადგაცნობილმა კავალერმა ლენა თავის ბინაში დაპატიჟა და მეგობარიც დაახვედრა, რომლებმაც გოგონა გაძარცვეს, ხელბორკილებით დააბეს და მთელი ღამის განმავლობაში მასზე ძალადობდნენ.
დილით გოგონამ მოძალადეების სიფხიზლის მოდუნებით ისარგებლა და მესამე სართულის ფანჯრიდან გადახტა, თუმცა დამნაშავეებმა ის ეზოში დაიჭირეს და უკან სახლში დააბრუნეს.
საბედნიეროდ ინციდენტს თვითმხილველები შეესწრნენ და პოლიცია გამოიძახეს. პოლიციამ დამნაშავეები ადგილზე აიყვანა. დიმიტრი კოცენკოვი და მაქსიმ ფილიპენკო მოსკოვში ბელორუსიიდან ჩავიდნენ.
ლენა ბუშუევა მრავლობითი დაზიანებებითა და მოტეხილობებით საავადმყოფოში მოათავსეს.
დაკავებულებს სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდებათ.