-
2014-10-28 18:06
ამერიკული გამოცემა New York Post-ი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შესახებ სტატიას აქვეყნებს. სტატიაში სახელად „კიბოს დაავადების შესახებ ჭორები პუტინის გარშემო ტრიალებს“.
სტატიაში ნათქვამია, რომ პანკრეასის კიბოს აღმოჩენა მხოლოდ მას შემდეგაა შესაძლებელი, რაც ის რთულ სტადიაში გადავა. ავტორის თანახმად, არაერთი პოლონური და ბელარუსული გამოცემა იუწყება, რომ პუტინს არა ზურგის ტვინის კიბო, არამედ პანკრეასის კიბო აქვს, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაავადებაა.
გავრცელებული ინფორმაციით, პუტინს აღმოსავლეთ გერმანიაში გაცნობილი ექიმი მკურნალობს, რომელმაც მას მკურნალობის არაერთი კურსი ჩაუტარა, მათ შორის სტეროიდების კურსი. სწორედ სტეროიდებმა გამოიწვია პუტინის წონაში მომატება. აღნიშნულია, რომ ამ ექიმს პუტინი ჯერ კიდევ იმ დროიდან იცნობს, როცა გდრ-ში, კგბ-ს კუთხით მოღვაწეობდა.
ექიმი, რომელიც უკვე 84 წლისაა, აცხადებს, რომ მას რუსეთში ჩასვლა არ უყვარდა, რადგან პუტინის დაცვა ყოველთვის ცუდად ექცეოდა. მან ასაკში შესვლის გამო უკვე უარი თქვა მოსკოვში ფრენაზე.
წყარო