
უკრაინის ცესკომ უკვე დაამუშავა სხვადასხვა საარჩევნო ოლქებიდან მიღებული ოქმების 15%-ზე ოდნავ მეტი. მონაცემები ასე გამოიყურება:
"სახალხო ფრონტს" 21,7% უჭერს მხარს, "პეტრო პოროშენკოს ბლოკს" 21,6%. გაერთიანება "სამოპომიჩმა"("თვითდახმარება") 10,1% მოაგროვა, "ოპოზიციურმა ბლოკმა" - 9,2. ოლეგ ლიაშკოს "რადიკალურმა პარტიამ" 7,9%, "ბატკივშინამ" კი 6,1%.
არჩევნებში მონაწილე დანარჩენმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 5%-იანი საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს. 4,51%-ით ამ მაჩვენებელთან ყველაზე ახლოს ბლოკი "თავისუფლებაა".