-
2014-10-26 23:15
უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე ალექსანდრე ტურჩინოვი აცხადებს, რომ ურთიერთწინააღმდეგობის დრო არ არის და ახალ უმაღლეს რადაში შეკრებილმა დემოკრატიულმა ძალებმა სასწრაფოდ უნდა აირჩიონ ახალი მთავრობა.
„ჩვენ ძალიან რთული ღამე გველოდება წინ, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ პროვოკაციები, როგორც ეს იანუკოვიჩის დროს ხდებოდა, არ იქნება. ხვალ კი ცესკო წინასწარ შედეგებს გამოაცხადებს“, - ამბობს ალექსანდრე ტურჩინოვი.
შეგახსენებთ, რომ ეგზიტპოლების მიხედვით, უმაღლეს რადაში ხვდება 7 პარტია. აქედან პეტრო პოროშენკოს ბლოკს მხარს უჭერს ამომრჩეველთა დაახლოებით 23%, „სახალხო ფრონტს“ – 21, 3%, გაერთიანება "Самопомощь"-ს 13,2%, „ოპოზიციურ ბლოკს“ – 7,6%, „რადიკალურ პარტიას“ – 6,4%, „თავისუფლებას“ -6,3%, „ბატკივშინას“ კი 5,6%.

