-
2014-10-25 12:00
,,რაც იუპიტერისთვის არის დაშვებული, დაუშვებელია ხარისთვის"; "დათვი ნებართვას არავისგან აიღებს", "დათვი ტაიგას არავის მისცემს", - ვლადიმერ პუტინმა გუშინ სოჭში, "ვალდაის" კლუბში სიტყვით გამოსვლისას, ქვეყნის ინტერესების დაცვასთან დაკავშირებით სხვადასხვა გამონათქვამები გაიხსენა.
,,შეიძლება ხარისთვის რაღაც დაუშვებელია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დათვიც არავის არაფერს დაეკითხება. საერთოდაც, დათვი ჩვენთან ტაიგის პატრონად ითვლება და ვიცი, რომ მისთვის არ არის ხელსაყრელი სხვა კლიმატურ ზონაში ყოფნა. ის ტაიგას არავის დაუთმობს. ვფიქრობ, ეს ყველასთვის გასაგები უნდა იყოს", - აღნიშნა მან.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ რუსეთს არაფერი უნდა ჰკითხონ, რომელმაც დაშლის დროს ტრანსფორმაცია განიცადა. ამიტომაც დაიწყეს იმის კეთება, რაც სურდათ და არავითარ წესს არავის უთანხმებდნენ.