
საფრანგეთმა რუსეთს პირველი "მისტრალი" გადასცა. რუსული ვესტის ინფორმაციით, ვერტმფრენმზიდმა ვლადივოსტოკმა უკვე დატოვა ფრანგული ქალაქის სენ-ნაზერის პორტი ტესტირების გავლისთვის.
მის ბორტზე 200 რუსი მეზღვაური იმყოფება. ეს არის ორიდან პირველი "მისტრალი", რომელიც საფრანგეთმა რუსეთს მიჰყიდა.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთმა "მისტრალის" რუსეთისთვის გადაცემა შეაჩერა. მოგვიანებით საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის "მისტრალის" გადაცემაზე კონტრაქტი არც შეწყვეტილა და არც შეჩერებულა.
ფრანსუა ოლანდმა აღნიშნა, რომ ამ კონტრაქტის რეალიზაცია დამოკიდებული იყო იმაზე, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები.