
გასულ კვირას ოდესის სოცდაზღვევისა და დროებით უმუშევართა ფონდის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ოლეგ რუდენკო 558 ათასი გრივნის ქრთამის აღებისთვის დააკავეს.
სასამართლომ რუდენკო 2 თვით სამსახურიდან გაათავისუფლა, თუმცა მან აპელაცია შეიტანა და 600 ათასი გრივნის ჯარიმის გადახდის შემდეგ, ის თანამდებობაზე აღადგინეს.
სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია მარჯვენა სექტორის აქტივისტთა გაღიზიანება.
რამდენიმე აქტივისტმა რუდენკო სამსახურში არ შეუშვა, ხოლო შემდეგ ნაგვის ყუთში ჩატენეს.
http://pirveliradio.ge/